logo
ENG



უკრაინის ცნობით, რუსებმა ბოლო 24 საათში დონეცკის რეგიონში 3 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს

09 აგვ 202212:37
3 წუთის საკითხავი
 
2022/08/09/rvv3wviothwiupi.jpg

დონეცკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, პაველ კირილენკოს განცხადებით, რუსმა სამხედროებმა ბოლო 24 საათში დონეცკის რეგიონში 3 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს.

"რუსეთი მშვიდობიან მოსახლეობას კლავს! 8 აგვისტოს რუსებმა დონეცკის ოლქში 3 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს. 19 ადამიანი დაშავებულია," - თქვა დონეცკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.


close დახურვა