logo
ENG



უკრაინის ცნობით, რუსული ძალები დონეცკში მცირედით დაწინაურდნენ და ბახმუტთან სოფელი დაიკავეს

27 მაი 202201:22
3 წუთის საკითხავი
clock 1157
2022/05/27/wtw1b6aivhzpwtg.jpg

უკრაინის შეიარაღებული ძალები აცხადებს, რომ რუსული ძალები დონეცკის რეგიონში მცირედით დაწინაურდნენ და დაიკავეს ერთ-ერთი დასახლება, რომელიც უკრაინისთვის მნიშვნელოვანი ქალაქი ბახმუტიდან 16 კმ-ში მდებარეობს.

შეიარაღებული ძალების გენშტაბის განცხადების მიხედვით, რუსეთმა პოკროვსკისა და კლინოვეს მიმართულებით წარმატებას ვერ მიაღწიეს, თუმცა შეძლეს სოფელი მიდნა რუდას დაკავება.

მიდნა რუდნა ბახმუტთან ახლოს მდებარეობს. ბახმუტი კი უკრაინის დანაყოფებისა და ფრონტის მომარაგებისთვის მნიშვნელოვანი პუნქტია, რასაც რუსეთის დაწინაურების შემთხვევაში, შესაძლოა, საფრთხე დაემუქროს.

გენშტაბის ცნობით, რუსული დანაყოფების მცდელობები, დონეცკის რეგიონს დასავლეთიდან და ჩრდილოეთიდან შეუტიონ წარუმატებელია. რაც შეეხება აღმოსავლეთ ნაწილს, უკრაინა სევეროდონეცკში თავდაცვის პოზიციას ინარჩუნებს და გენშტაბის ცნობით, რუსულმა ძალებმა ამ არეალში ნაწილობრივ შეძლეს დაწინაურება. 

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველმა, ოლექსეი არესტოვიჩმა კი განაცხადა, რომ რუსეთის ჯარმა დონეცკის რეგიონში ქალაქი ლიმანი აიღო, თუმცა არესტოვიჩმა აღნიშნა, რომ ეს ინფორმაცია ჯერჯერობით არაა დადასტურებული.

 

close დახურვა