logo
ENG



უკრაინის ჯანდაცვის უწყება: რუსეთის თავდასხმას 57 უკრაინელი ემსხვერპლა, დაშავდა 169 ადამინი

25 თებ 202200:13
3 წუთის საკითხავი
 
2022/02/25/l56twkrt4kf8vwb.png

უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რუსეთის თავდასხმის შედეგად 24 თებერვალს 57 უკრაინელი დაიღუპა, ხოლო 169 დაშავდა.

ჯანდაცვის მინისტრის ვიქტორ ლიაშკოს თქმით, სამედიცინო დაწესებულებებს პროფილის შეცვლა მოუწევთ. კერძოდ, სამინისტრო მოუწოდებს უკრაინის მოქალაქეებს, რომ შესაძლებლობის შემთხვევაში მკურნალობა ამბულატორიულად გაიარონ, რათა დაშავებულების მკურნალობა სტაციონარში შეძლონ.

ლიაშკოვი ამბობს, რომ სამედიცინო პერსონალი სრული დატვირთვით მუშაობს. საგანგებო რეჟიმში მუშაობენ მათ შორის კერძო კლინიკებიც.

"ვმუშაობთ ფარმაცევტულ კომპანიებთან და ქარხნებთან, ასევე დისტრიბუტორებთან - ყველა მზად არის, რათა ქვეყნის დასაცავად დადგეს", - თქვა მინისტრმა.

დღეს რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო. თვალი ადევნეთ უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს აქ - რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო - განახლებადი.

 


close დახურვა