logo
ENG



უკრაინული დრონებით იერიშის შედეგად კრასნოდარში იარაღის საწყობი აფეთქდა

21 სექ 202413:49
3 წუთის საკითხავი
 
2024/09/21/b3jyi1mr0gvef49.jpg

კრასნოდარის ოლქის გუბერნატორის, ვენიამინ კონდრატიევის ცნობით, უკრაინული დრონებით იერიშის შედეგად, რუსეთში, კრასნოდარის ოლქში, სოფელ ტიხორეცკში მდებარე იარაღის საწყობს ცეცხლი გაუჩნდა, რასაც აფეთქებაც მოყვა.

გავრცელებული ინფომრაციით, რუსეთის საჰაერო თავდაცვის ძალებმა უკრაინელების მიერ გაშვებული ორი დრონი ჰაერში გაანადგურეს, თუმცა მათი ნამსხვრევები ტიხორეცკის იარაღის საწყობს დაეცა, რამაც საბოლოოდ ხანძარი გამოიწვია.

"უსაფრთხოების მიზნით, სოფლის მაცხოვრებლები, რომლებიც აფეთქების ადგილთან ახლოს ცხოვრობენ, დროებით ევაკუირებულები არიან", - წერს კონდრატიევი. 

ამ დრომდე არსებული ინფორმაციით, აფეთქების შედეგად არავინ დაშავებულა.


close დახურვა