უკრაინულმა მხარემ ნიკოლაევის აეროპორტზე კონტროლი დაიბრუნა. ინფორმაციას ნიკოლაევის რეგიონული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ვიტალი კიმი ავრცელებს.
"აეროპორტი ჩვენია"- აცხადებს ის.
მისვე თქმით, უკრაინელების მიერ აეროპორტის დაბრუნების შემდეგ, ოკუპანტების ნაწილი გაიქცა "რაიონის გარშემო, ტყეებში".