უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დონეცკის ოლქში, ბახმუტის მიმართულებით სოფელი კლეშჩეევკა გაათავისუფლეს. ინფორმაციას უკრაინული მედია აღმოსავლეთის ძალების ჯგუფის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
მედიის ცნობით, დეოკუპირებულ დასახლებაში სტაბილიზაციის ღონისძიებები გრძელდება, ადგილზე განლაგებულია უკრაინული ძალები.
გარდა ამისა, სოციალურ ქსელში გავრცელდა ოპერაციაში მონაწილე უკრაინის პოლიციის გაერთიანებული ბრიგადის (Лють) წევრების ვიდეოც, რომლებიც დასახლების დაბრუნებას ადასტურებენ.
"დავასრულეთ დავალება - ჩვენ გავათავისუფლეთ დონეცკის ოლქის სოფელი კლეშჩეევკა ოკუპანტებისგან", - ამბობენ ისინი ვიდეოში.