უკრაინის შეიარაღებული ძალების განცხადებით, მათმა ძალებმა ხერსონის ოლქში, ნოვა კახოვკაში რუსული სამხედრო ბაზა გაანადგურეს.
გავრცელდა ვიდეო, რომელიც სარაკეტო თავდასხმის შედეგებს ასახავს. კადრები, სავარაუდოდ, ერთ-ერთმა რუსმა სამხედრომ გადაიღო.
"ეს არის ის, რაც ჩვენი ქოხიდან დარჩა, ხოლო იქ, შორს, არის ის, რაც სიგნალიზაციისგან დარჩა".- ამბობს ვიდეოს ავტორი და ნანგრევებზე მიუთითებს.
Про точность.
Новая Каховка pic.twitter.com/drcFeRYEkg
უკრაინის შეიარაღებულ ძალებში განაცხადეს, რომ წინასწარი ინფორმაციით, "ეს არის ვიდეომტკიცებულება "მოწევისა დაუდგენელ ადგილას", რომელიც ნოვა კახოვკაში მდებარეობს".
უკრაინული მხარე ამბობს, რომ რუსი სამხედროების დანაკარგი 10-15 ჯარისკაცია.