logo
ENG



უკრაინულმა ძალებმა ო­რიხივის მიმართულებით რუსების ფართომასშტაბიანი თავდასხმა მოიგერიეს

22 ოქტ 202500:51
3 წუთის საკითხავი
 
2025/10/21/ilbyplpedmol9lr.png

უკრაინულმა ძალებმა 20 ოქტომბერს, ო­რიხივის ფრონტზე, რუსეთის ჯარების მიერ განხორციელებული ფართომასშტაბიანი შეტევა მოიგერიეს.

ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის ძალების სამხრეთის დაჯგუფება ავრცელებს.

"რუსეთის ჯარებმა 2025 წლის 20 ოქტომბერს, დაახლოებით 14:00 საათზე, ო­რიხივის ფრონტზე, წარუმატებელი შეტევა განახორციელეს უკრაინულ პოზიციებზე. წინსვლა ორი ძირითადი მარშრუტით მიმდინარეობდა: სოფელ მალა ტოკმაჩკასკენ და ნოვოანდრიივკასკენ.

საერთო ჯამში, საჰაერო დაზვერვამ 65-ე დიდი ლუგის მექანიზებული ბრიგადის პასუხისმგებლობის ზონაში 11 ერთეული ჯავშანმანქანის, 1 ტანკის, 10 მოტოციკლის და 120-მდე რუსი ქვეითის გადაადგილება დააფიქსირა.“

მათი ცნობით, უკრაინელმა დამცველებმა რუსული ტექნიკის მნიშვნელოვანი ნაწილი გაანადგურეს ან დააზიანეს.

"კერძოდ, ნოვოანდრიივკის ფრონტზე ექვსი ჯავშანმანქანა და რვა მოტოციკლი განადგურდა, ხოლო დაზიანდა კიდევ ხუთი ჯავშანმანქანა და ერთი ტანკი", - წერია განცხადებაში.


close დახურვა