logo
ENG



უმეროვი: ვმუშაობთ ტყვეთა გაცვლის პროცესის აღდგენაზე - საუბარია 1 200 უკრაინელზე

15 ნოე 202522:03
3 წუთის საკითხავი
 
2025/11/15/ngfrwvwjv0te2s2.jpg

უკრაინის თავდაცვის მინისტრის, რუსტემ უმეროვის განცხადებით კიევმა და მოსკოვმა ტყვეების დაბრუნების შესახებ პროცესი განაახლეს.

მისი თქმით, ამ დროისთვის, კიევი, დაახლოებით, 1200 უკრაინელის დაბრუნებაზე მუშაობს.

"უკრაინის პრეზიდენტის დავალებით, ამ დღეებში გავმართე კონსულტაციები თურქეთსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში პარტნიორების შუამავლობით, ტყვეების გაცვლის პროცესის აღდგენისა და ჩვენი ხალხის რუსეთის ტყვეობიდან გათავისუფლების თაობაზე.

ამ მოლაპარაკებების შედეგად, მხარეები შეთანხმდნენ სტამბოლის შეთანხმებების გააქტიურებაზე.

საუბარია 1 200 უკრაინელის გათავისუფლებაზე.

უახლოეს მომავალში გაიმართება ტექნიკური კონსულტაციები, რომელზედ დაფიქსირდება ყველა პროცედურული და ორგანიზაციული მომენტი.

ვმუშაობთ შეუჩერებლად, რათა უკრაინელები, რომლებიც ტყვეობიდან უნდა დაბრუნდნენ, ახალ წელს და საშობაო დღესასწაულებს სახლში შეხვდნენ – ოჯახურ მაგიდაზე და ახლობლების გვერდით", - განაცხადა უმეროვმა.


close დახურვა