ოცნება მორიგი ვეტოს დასაძლევად ემზადება და პრეზიდენტზე თავდასხმას არ წყვეტს. საარჩევნო კოდექსი შეტანილ ცვლილებებთან დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტს მოტივირებული შენიშვნები გაუგზავნა, რომელიც ვენეციის კომისიის რეკომენდაციებსაც ეყრდნობა. ოცნებას საერთაშორისო პარტნიორების და პრეზიდენტის აზრი არ აინტერესებს. ოპოზიციის შეფასებით, მმართველი გუნდის მიერ დამტკიცებული ცვლილებების შედეგად ოლიგარქის პარტია ცესკო-ში გავლენებს საბოლოოდ იმყარებს.