უმრავლესობამ პარლამენტში ნიკა მელიას შემცვლელის, ბადრი ბასიშვილის უფლებამოსილება ცნო. გადაწყვეტილება დეპუტატებმა 75 ხმით 2 ის წინააღმდეგ მიიღეს. კენჭისყრას წინ უძღოდა საკითხის განხილვა. რიგგარეშე სხდომას არ ესწრებოდა ოპოზიცია, რომელიც ბოიკოტის რეჟიმშია. სწორედ ეს გახდა უმრავლესობის წევრებს შორის აზრთა სხვადასხვაობის წარმოქმნის მიზეზი. დეპუტატების ერთი ნაწილი კენჭისყრის გადადებას მოითხოვდა, მეორე ნაწილი კი აცხადებდა, რომ უმრავლესობა კანონს იცავს და მიუხედავად პირადი სიმპატიისა თუ ანტიპატიისა, ისინი ვალდებულები არიან პროცედურა ჩაატარონ.
უმრავლესობამ ბადრი ბასიშვილის უფლებამოსილება ცნო
17 იან 202014:54
3 წუთის საკითხავი