logo
ENG



უმრავლესობაში არავინაა, ვინც ბოლომდე დამოკიდებული არ იყოს ივანიშვილზე - სერგი კაპანაძე

13 ნოე 201912:47
3 წუთის საკითხავი
 
pbel9cxhxbzbowo.jpg

პარლამენტში პროპრციულ საარჩევნო სისტემაზე მსჯელობა უკევ მეორე დღეა მიმდინარეობს. აღსანიშნავია, რომ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ ერთ-ერთმა მაჟორიტარმა კახა ოქრიაშვილმა პირდაპირ თქვა, რომ ივანიშვილი დიმიტრი ხუდნაძეზე ზეწოლას ახორციელებდა. რა ფორმაა ეს ? - "ფორმულას" ამ კითხვას "ევროპული საქართველოს" ლიდერმა სერგი კაპანაძემ პასუხობს იმით, რომ მან არ იცის უმრავლესობის შიდა თამაშები. 

"არ ვიცი ეს შიდა თამაშები. ვიცი, რომ პარლამენტის ამ უმრავლესობაში არავინაა, ვინც ბოლომდე დამოკიდებული არ იყოს ივანიშვილზე. მათ ყველაფერზე ხელი მოწერილი აქვთ. ახლა თითქოს რამდენიმე მაჟორიტარი ამბოხდა, არასწორია. ამიტომ, საბოლოოდ ამ ყველაფერს წყევტს ივანიშვილი და თუ კანონპროქტი ჩავარდა, ესეც მისი გადაწყევტილება და თამაში იქნება. არავის არა აქვს იმის პოლიტიკური წონა, რომ ივანიშვილს დაუპირსპირდეს",-აცხადებს კაპანაძე.

"ფორმულა" დაინტერესდა "ევროპული საქართველოს" სამომავლო გეგმებით იმ შენმთხვევაში, თუ საკონსტიტუციო ცვლილებები ცავარდება. კაპანაძის თქმით, ასეთ შემთხვევაში კონკრეტულ პოლიტიკურ გეგმას ისინი საზოგადოებას მოგვიანებით გააცნობენ.

"ესაა საზოგადოების ზეწოლის შედეგად მიღებული დათმობა, რაც ივანიშვლმა გააკეთა 20 ივნისის მოვლენების შემდეგ, თუმცა ამ ბრძოლის მნიშვნელოვანი ნაწილი იყო  ასევე ოპოზცია. არანაირი გამოსაძრომები არა არის. ამ ვალდებულებას ივანიშვილი, ან ბოლომდე მიიყვანს, ან არა. ვნახოთ რა შედეგი დადგება, მერე კი ვისაუბროთ პოლიტიკურ გეგმებზე. თუ ივანიშვილი იტყვის უარს, შემდეგ ნაბიჯებზე საზოგადოებას ვაცნობებთ",- აღნიშნა კაპანაძემ. 

 


close დახურვა