logo
ENG



უმრავლესობის წევრი: სამართალდამცველები კვალიფიციურად მოქმედებდნენ და ძალა იყო პროპორციული

26 ნოე 201910:52
3 წუთის საკითხავი
 
b3vtktkhwpngpen.jpg

 

პარლამენტში დეპუტატები შეკრებას იწყებენ. მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციას ქუჩები ყვითელი ავტობუსებით აქვს ჩახერგილი. საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მერაბ ქვარაია მიიჩნევს, რომ პოლიციამ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ პროპორციული ძალა გამოიყენა. "თუ იქნება კვორუმი სხდომა ჩატარდება. ვადევნებდით პროცესს და ვხედავდით, რომ პოლიცია იცავდა წესრიგს და ახლაც წესრიგს იცავს. ვფიქრობ, რომ სამართალდამცველები კვალიფიციურად მოქმედებდნენ და ძალა იყო პროპორციული. ისინი აკეთებდნენ ყველაფერს, რომ ჩვენმა სახელმწიფომ განვითარება გაგრძელდეს. ჩიხი არ არსებობს. პასუხი არის 2020 წლის დემოკრატიული და პროპორციული არჩევნები“, - განაცხადა მერაბ ქვარაიმა.

 

 

 


close დახურვა