logo
ENG



უმუშევრად დარჩენილებს მთავრობა თვეში 150 ლარს გადაუხდის

13 აპრ 202020:20
3 წუთის საკითხავი
 
zz8w66jwb5p3zsk.jpg

საერთაშორისო სავალუტო ფონდი ავრცელებს ინფორმაციას, რომ საქართველოს მთავრობა ექვსი თვის განმავლობაში 150 ლარს გადაუხდის ადამიანებს, ვინც სამსახური დაკარგეს.

ამ საკითხზე საქართველოს მთავრობას ინფორმაცია ჯერ არ გაუვრცელებია.

როგორც საერთაშორისო სავალუტო ფონდის გამოქვეყნებულ განცხადებაში ვკითხულობთ, 150 ლარი დაერიცხებათ იმ ადამიანებს, ვინც საშემოსავლო გადასახდს იხდიდნენ და კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებული მოვლენების გამო შეწყვიტეს. განცხადებაში არაფერია ნათქვამი თვითდასაქმებულებზე.


close დახურვა