logo
ENG



უმუშევრობა და უკიდურესი გაჭირვება - ენმ-ის ლიდერები რეგიონებში შეხვედრებს განაგრძობენ

09 ნოე 201910:52
3 წუთის საკითხავი
 
141nq2q1jn7xrzc.jpg

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები რეგიონებში შეხვედრებს განაგრძობენ.

პარტიის ლიდერები - გრიგოლ ვაშაძე და დავით კირკიტაძე, შიდა ქართლის რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელ ბადრი ბასიშვილთან ერთად, კასპისა და სოფელ ოკამის მოსახლეობას შეხვდნენ.

ადგილობრივების მთავარი პრობლემა უმუშევრობაა, მათ უკიდურეს გაჭირვებაში უწევთ ცხოვრება. მოსახლეობის თქმით, ადგილობრივი ხელისუფლება დასახმარებლად არაფერს აკეთებს და საარჩევნო დაპირებები კვლავ შეუსრულებელია.

"არცერთი ეკონომიკური პროგრამა, არცერთი სერიოზული ეკონომიკური კვლევა, არცერთი სერიოზული ნაბიჯი არ შეიძლება არსებობდეს, თუ არ დაჯექი და არ მოუსმინე საქართველოს მოქალაქეს, მის გასაჭირს და მის პრობლემებს. ისეთი შთაბეჭდილებაა, რომ კაბინეტებისთვის კეთდებოდეს ეს პროგრამები. ამ ხალხს რომ დაელაპარაკები, ერთ წამში გაიგებთ, რომ მათ ყველა ბიუროკრატზე უკეთესად ესმით დღევანდელი კატასტროფული ეკონომიკური მდგომარეობა და ამ ეკონომიკური მდგომარეობიდან გამოსასვლელი გზების მოსანახი ინსტრუმენტები და საშუალებები," - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.


close დახურვა