logo
ENG



უმძიმესი წელი მედიისთვის

30 დეკ 202420:30
3 წუთის საკითხავი
 

უმძიმესი წელი მედიისთვის. 2024 წელს ჟურნალისტების მიმართ საჯაროდ დაფიქსირებული ძალადობის შემთხვევები 2023 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე თითქმის 5-ჯერ მეტია. მუშაობა განსაკუთრებით სახიფათო ოქტომბრის ბოლოდან გახდა, როცა მასობრივი ინფორმაციის საშუალებების წარმომადგენლების სიცოცხლეს არაერთხელ დაემუქრა საფრთხე. მიზანმიმართული თავდასხმა, მძიმე ფიზიკური დაზიანება, უკანონო დაკავება, დაჯარიმება, აპარატურის განზრახ დაზიანება, ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა, გაზის, სპრეის და წყლის ჭავლის გაშვების შედეგად დაშავება, მუქარა, შეურაცხყოფა - ამ პირობებში უწევს მედიას საქართველოში საქმიანობა.

 


close დახურვა