logo
ENG



უნგრეთის პარლამენტი პრეზიდენტის გადასაყენებლად ემზადება

13 ივლ 202614:04
3 წუთის საკითხავი
 
2026/07/13/jnzrvzmmj56uhui.png

Reuters-ის ინფორმაციით,  უნგრეთის პარლამენტი პრემიერ-მინისტრ პიტერ მაგიარის მთავრობის მიერ შეთავაზებული საკონსტიტუციო ცვლილების დასამტკიცებლად ემზადება. ცვლილების ერთ-ერთი მთავარი მიზანი პრეზიდენტ ტამაშ შულიოკის გადაყენებაა.

მაგიარმა პრეზიდენტ შუიოკს ორბანის "მარიონეტი" უწოდა.

21 Research Centre-ის მიერ მაისში ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, უნგრელი ამომრჩევლების 67%-ს მისი გადაყენება სურს.

კანონპროექტი, მას შემდეგ შემუშავდა, რაც მაგიარმა აპრილის არჩევნებში ორბანის 16-წლიანი მმართველობა დაასრულა, წარმოადგენს ახლანდელი ხელისუფლების გეგმის ნაწილს, რომ ორბანის ძალაუფლების საყრდენები დაშალოს. საკონსტიტუციო ცვლილების პროექტი ითვალისწინებს, რომ შულიოკს საპრეზიდენტო მანდატი ცვლილების ძალაში შესვლიდან მომდევნო დღესვე შეუწყდება, 2029 წელს დაგეგმილ ვადის ამოწურვამდე გაცილებით ადრე.

შულიოკი წინ აღუდგა ცვლილებას და მიმდინარე თვის დასაწყისში ვენეციის კომისიისგან შეფასება მოითხოვა. კომისიამ კანონპროექტი დაჩქარებული წესით განიხილა, თუმცა კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადა.

მაგიარის განცხადების მიხედვით, პარლამენტი, დღეს, ორშაბათს ამტკიცებს საკონსტიტუციო ცვლილებას შულიოკის გადასაყენებლად. თუ შულიოკი ხუთი დღის განმავლობაში არ მოაწერს ხელს კანონპროექტს, მის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყება. პარლამენტი პრეზიდენტს ახალი კონსტიტუციის ამოქმედებამდე, ან მაქსიმუმ ხუთი წლის ვადით აირჩევს.

მაგიარის პარტია Tisza-ს პარლამენტში ⅔ საკონსტიტუციო უმრავლესობა აქვს, რაც მას აძლევს შესაძლებლობას, შეცვალოს კონსტიტუცია და გააუქმოს ორბანის მიერ განხორციელებული ცვლილებები. 

 


close დახურვა