საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მიიჩნევს, რომ "ქართულ ოცნებას" არჩევნები უკვე წაგებული აქვს. ამის შესახებ სააკაშვილმა გადაცემა "პოლიტიკის ფორმულაში" განაცხადა. ექს-პრეზიდენტმა მმართველი გუნდის ლიდერი, ბიძინა ივანიშვილი ნაგავს შეადარა და აღნიშნა, რომ "ის საქართველოდან უნდა გაიტანონ".
"იმხელა ტალღაა წამოსული, მნიშვნელობა არ აქვს ვინ რას წამოეგება, ვინ რამდენ მანდატს მიიღებს. ვინც იქნება ბრძოლის წინა ხაზზე, ის აიღებს მთელ მოსავალს, ეს არის ჩემი გამოცდილება. წინასწარ ამის განაწილება არამგონია სწორი. ივანიშვილს არჩევნები რა თქმა უნდა უკვე წაგებული აქვს. რა თქმა უნდა ის არანაირი არჩევნების ჩატარებას არ აპირებს. ბრძოლა მიდის და თუ ეფექტურად ვიმუშავებთ, მისი დამთავრება შეიძლება ძალიან მალე მოხდეს. ის ჭორვილელი ორღობეა. ეს ნაგავი საქართველოდან დროულად არის გასატანი, სანამ აყროლდა ბოლომდე. საქართველოში უნდა გათენდეს. ივანიშვილს ბოდიში აღარ უშველის. უნდა დაახვიოს. იქ უკვე ქართველი ხალხი გადაწყვეტს მის ბედს. თუ გაასწრო გაასწრებს. ქონება უნდა დააბრუნოს, რადგან ქართველი ხალხი გაძარცვა. მინიმუმ 5 მილიარდით გაიზარდა მისი ქონება ბოლო წლებში. ქართველი ხალხი არის მიმტევებელი, მაგრამ ამდენის მიტევებას ვეღარ შეძლებს. თუ საქართველოს მომავალზე არ ფიქრობენ, თავის მომავალზე მაინც იფიქრონ", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.