logo
ENG



უნდა ვიცოდეთ, რის შეცვლას აპირებენ პოლიტიკური პარტიები - ეკა გიგაური

09 მარ 202022:54
3 წუთის საკითხავი
 

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ თავმჯდომარის, ეკა გიგაურის აზრით, უკვე დროა, რომ წინასაარჩევნო კამპანია დაიწყოს. მისი თქმით, მნიშვნელოვანია ამომრჩეველი იყოს ინფორმირებული და იცოდეს, რა შეიცვლება არჩევნების შემდეგ.

„აღმოჩნდა, რომ ჩვენი დასავლელი პარტნიორები ჩვენზე მეტად ზრუნავენ ქვეყანაზე. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს არ იქნას შეცვლილი და მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რის შეცვლას აპირებენ პოლიტიკური პარტიები. თუ არ ჩატარდება კონკრეტული რეფორმები, ინსტიტუციების მიმართ ნდობა ისევ იქნება დაბალი", - განაცხადა ეკა გიგაურმა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, რვა მარტს მიღწეული შეთანხმების თანახმად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 120/30-ზე პროპორციით ჩატარდება. 


close დახურვა