საკოორდინაციო საბჭოს 24 თებერვლის გადაწყვეტილებით, უმაღლესი და პროფესიული სასწავლებლები კლინიკური, პრაქტიკული, ლაბორატორიული საქმიანობის აღდგენას და გამოცდების არადისტანციურ ფორმატში ჩატარებას შეძლებენ 1-ლი მარტიდან. სასწავლო პროცესი აუდიტორიებში აღდგება 15 მარტიდან. ასევე, 15 მარტიდან განახლდება სასკოლო წრეები.
ასევე, ხვალიდან ამოქმედდება საქალაქთაშორისო ტრანსპორტი. რესტორნები კი ფუნქციონირებას შიდა სივრცეში განაახლებენ, შაბათ-კვირის გარდა, ბათუმში 1-ლი მარტიდან, ხოლო დანარჩენ საქართველოში 8 მარტიდან. ძალაში რჩება კომენდანტის საათი.