განათლების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის თქმით, დისტანციური ფორმატი ამ ეტაპზე შენარჩუნდება თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ზუგდიდსა და აჭარაში. მისივე განმარტებით, ადაპტაციის პროცესიდან გამომდინარე გადაწყვეტილებას არადისტანციურად სწავლის გაგრძელება/განახლების შესახებ უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებსა და პროფესიულ სასწავლებლებში უწყება უახლოეს მომავალში გაასაჯაროვებს.
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, პირველი ოქტომბრიდან თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ზუგდიდში I-VI კლასის მოსწავლეები ბრუნდებიან საკლასო ოთახებში.
გორსა და ფოთში აქამდე დისტანციური ფორმატი იყო და პირველ ოქტომბერს ყველა მოსწავლეს ექნება საკლასო ოთახებში დაბრუნების საშუალება.
მინისტრმა აღნიშნა ისიც, რომ სპეციალური საჭიროებების მოსწავლეებს საშუალება ექნებათ სკოლის ტერიტორიაზე შეხვდნენ სპეც. მასწავლებელს.
ხოლო, თუ მშობელს ურჩევნია, რომ ბავშვმა გააგრძელოს სწავლა დისტანციურად, მათ ამის შესაძლებლობა ექნებათ.
"სკოლები დაუკავშირდებიან მშობლებს, დარეგისტირდებიან და ეს უზრუნველყოფილი იქნება", - აღნიშნა მინისტრმა.