უნივერსიტეტის ქუჩაზე ავარიის შედეგად გარდაიცვალა მძღოლი, ხოლო ერთი მგზავრი დაშავდა და ის რეგიონალურ ჰოსპიტალშია გადაყვანილი. მიკროავტობუსი განათების ბოძს დაეჯახა.
როგორც „ფორმულას“ საპატრულო პოლიციაში განუცხადეს, საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით არის აღძრული, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
