როდის გადაიტანენ ანჩისხატს მუზეუმიდან ეკლესიაში - მთავრობასთან არაოფიციალური შეთანხმება მიღწეულია, ეუბნება ფორმულას რამდენიმე სასულიერო პირი, მათ შორისაა დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი, რომელიც პატრიარქის მდივანიცაა. ის, რომ ხელისუფლების თანხმობა არსებობს, ამას არც პარლამენტის წევრები უარყოფენ. პარლამენტის კულტურის კომიტეტის წევრი ქეთევან დუმბაძე კი აცხადებს, რომ თუ ეკლესიას სურს, ანჩისხატი უნდა დაბრუნდეს ეკლესიაში. უნიკალური საგანძურის გადატანა საფრთხის შემცველად მიაჩნიათ სპეციალისტებს.