logo
ENG



უოლასი: ბრიტანეთის ფოკუსი კიევის გრძელვადიან თავდაცვაზეა, არა საბრძოლო თვითმფრინავებზე

15 თებ 202315:20
3 წუთის საკითხავი
 
2023/02/15/5achyuxxtfky1jl.jpg

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მდივნის ბენ უოლასის თქმით, ბრიტანეთი უკრაინას უახლოეს პერიოდში, სავარაუდოდ, არ გადასცემს საბრძოლო თვითმფრინავების, არამედ აქცენტი გრძელვადიან თავდაცვაზე იქნება.

ამის შესახებ უოლასმა BBC-თან ინტერვიუში ისაუბრა.

„არ მგონია, რომ მომდევნო რამდენიმე თვეში ან წელში ჩვენ აუცილებლად გადავცემთ უკრაინას საბრძოლო თვითმფრინავებს. ჩვენ უნდა დავგეგმოთ არამხოლოდ მიმდინარე ბრძოლა, სადაც უკრაინას ვეხმარებით რუსეთის უკანონო შეჭრის თავიდან ასაცილებლად, არამედ უნდა დავეხმაროთ უკრაინას გრძელვადიან გამძლეობაში" - განაცხადა უოლასმა.

ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრის თქმით, ყურადღება უნდა გამახვილდეს კონკრეტული იარაღის ეფექტზე ბრძოლის ველზე.

„ვფიქრობ შევძლებთ უკრაინას უფრო მოკლე პერიოდში დავეხმაროთ თუ ყურადღებას გავამახვილებთ არა კონკრეტული იარაღის შესახებ კონკრეტულ მოთხოვნებზე, არამედ იმ ეფექტზე, რაც მოთხოვნილ იარაღს ბრძოლის ველზე ექნება" - განაცხადა ბენ უოლასმა.

მისი თქმით, ბრიტანეთი უკრაინელ სამხედროებს ასწავლის, როგორ გამოიყენონ ნაკლები ტყვია-წამალი ომის წარმოების საბჭოთა წესებისგან განსხვავებით, რომლითაც რუსეთი ხელმძღვანელობს. 

„უკრაინა იყენებს უდიდესი რაოდენობით ტყვია-წამალს თავდაცვისთვის, რაც ნაწილობრივ იმის მიზეზია, რატომაც ვწვრთნით მათ რომ დასავლური მოდელით იბრძოლონ.

რუსული ბრძოლის მეთოდი მოიცავს ტყვია-წამლის მნიშვნელოვან ხარჯვას, მასობრივ საარტილერიო დაბომბვას - მაშინ, როცა ჩვენ NATO-ში სხვანაირად ვიბრძვით" - განაცხადა უოლასმა.


close დახურვა