logo
ENG



უპასუხისმგებლო განცხადებები... ქვეყნის სირცხვილი-ოპოზიცია ლილუაშვილს აკრიტიკებს

16 ოქტ 201912:03
3 წუთის საკითხავი
 
mv0amv12dwomjxn.jpg

პარლამენტში სუს-ის ხელმძღვანელის კანდიდატს გრიგოლ ლილუაშვილს ამ წუთებშიც უსმენენ. როგორ ოპოზიციაში მიაჩნიათ, ლილუაშვილის კანდიდატურის წარდგენა ბიძინა ივანიშვილის არაფორმალური მმართველობის დადასტურებაა. 

გრიგოლ ლილუაშილის მიმართ საკმაოდ კრიტიკული შეკითხვები დაისვა. მათ შორის, ოპოზიცია დაინტერესდა, თუ იყო სუს-ი ინფორმირებული გავრილოვის ქვეყანაში შემოსვლასთან დაკავშირებით. ასევე განხილვის თემა გახდა აჰმედ ჩატაევის საქმეც.

"ორი წელია მიმდინარეობს საქმის გამოძიება. პრაქიტიკულად არაფერი არ არის ახალი. ესაა ჩვენი ქვეყნის სირცვხილი,"- განაცხადა "ევროპული საქართველოს" წევრმა თენგიზ გუნავამ.

ამ საქმეზე კითხვები დასვეს ირაკლი აბესაძემ და ელენე ხოშტარიამ.

"მას შემდეგ, რაც ადამიანის მკველელობის გამოძიება დაიწყო, არც ერთ კითხვაზე პასუხი არ გაცემულა. ვნახეთ სუს-ის განცხადებები ტერორიზმთან დაკავშირებით. ეს უპასუხისმგებლო განცხადებები რომ ამბობდით, საქმე გვაქვს ტერტოზმთანო. ეგებ ახლა გვიპასუხოთ, საინტერესოა, რა ვერსია გევტყვით ამჯერად,"- განმარტა "ევროპული საქართველოს" წევრმა ელენე ხოშტარიამ.

კობა ნარჩემაშვილი კი გავრილოვთან დაკავშირებული მოვლენებით დაინტერესდა.

"პარლამენტში რომ უნდა ჩატარებულიყო ეს ასაბამლეის შეკრება, ამის თაობაზე უმაღლესი პოლიტიკური ხელმძღავნელობა თუ იყო ინფორმირებული? რა რისკები იყო დანახული სამსახურის მხრიდან და როგორი იყო ეს ინფორმირებულობა,"- განაცხადა დამოუკიდებელმა დეპუტატმა კობა ნარჩემაშვილმა. 

ოპოზიცის ამ შეკითხვებს ლილუშვილი სხდომის განახლების შემდედ გასცემს პასხუს.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის თავდაცვის კომიტეტში სუს-ის ხელმძღვანელის პოსტზე გრიგოლ ლილუაშვილის კანდიდატურას განიხილავენ. ის ამჟამად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილის თანამდებობას იკავებს. ოპოზიციაში მიაჩნიათ, რომ ლილუაშვილის კანდიდატურის წამოყენება, ბიძინა ივანიშვილის არაფორმალური მმართველობის კიდევ ერთი დადასტურებაა.


close დახურვა