საქართველოს სუვერენიტეტს უხეშად არღვევს კრემლის პოლიტიკის გამგრძელებელი, რუსეთის საპატრიარქოც. სინოდის წევრის გარდაცვალების გამო, ილია მეორეს რუსეთის პატრიარქი, კირილი სამძიმრის წერილს უგზავნის ისე, რომ ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტად არ მოიხსენიებს, არადა ეს ილია მეორის ტიტულის განუყოფელი ნაწილია. ეს ხდება იმ ფონზე, როცა რუსეთი ოკუპირებული ბიჭვინთის უკანონო ანექსიას განაგრძობს. საქართველოს საპატრიარქოს პროტესტი ამ დრომდე არ გამოუთქვამს. პრესსპიკერმა ჯაღმაიძემ კი ტელეკომპანია ფორმულა პატრიარქის იმაზე მეტ და დიდ მოწინააღმდეგედ გამოაცხადა, ვიდრე ვინმე სხვა.
უპასუხოდ დატოვებული რუსეთის პატრიარქი
02 აგვ 202220:11
3 წუთის საკითხავი