logo
ENG



ურეკის ერთერთ სასტუმროში გაჩენილი ხანძარი ჩააქრეს

24 ივნ 202123:44
3 წუთის საკითხავი
 
ურეკის ერთერთ სასტუმროში გაჩენილი ხანძარი ჩააქრეს

დაბა ურეკში, თაყაიშვილის ქუჩაზე მდებარე ერთერთ სასტუმროში ხანძარი ჩააქრეს.

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

"შენობის მეოთხე სართულზე ძლიერი დაკვამლიანება და ღია ცეცხლი შეინიშნებოდა. ადგილზე დროულად გამოცხადდნენ სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის თანამშრომლები და დაიწყეს ხანძრის ქრობის აქტიური სამუშაოები.

არსებობდა ცეცხლის დიდ ფართობზე გავრცელების საფრთხე, თუმცა მეხანძრე-მაშველების ოპერატიული რეაგირების შედეგად მოხერხდა ხანძრის დროული ლოკალიზება და შემდგომში სრული ლიკვიდირება.

ამ დროისთვის მიმდინარეობს ცალკეული მხრჩოლავი კერების წერტილოვანი დამუშავება", - ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაში. 

უწყების ცნობით, ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის 9 ეკიპაჟი მუშაობდა.


close დახურვა