logo
ENG



ურეკში კრიმინალური პოლიციის მე-2 განყოფილების უფროსი ქვეითს დაეჯახა - პროკურატურა

07 აგვ 202201:02
3 წუთის საკითხავი
 
ურეკში კრიმინალური პოლიციის მე-2 განყოფილების უფროსი ქვეითს დაეჯახა - პროკურატურა

აჭარის პროკურატურის ინფორმაციით, ურეკში კრიმინალური პოლიციის მე-2 განყოფილების უფროსი ქვეითს დაეჯახა.

უწყების ცნობით, ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.

"6 აგვისტოს დაახლოებით 11:30 საათზე, დაბა ურეკში, შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა სამმართველოს მე-2 ოპერატიული განყოფილების უფროსი . , თავისი მართვის ქვეშ მყოფი Hyundai Elantra-ს მარკის ა/მანქანით შეეჯახა ქვეითად მოსიარულეს, რომელიც მიღებული დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276 მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, ტარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება", - წერია განცხადებაში.


close დახურვა