დასავლეთი რუსეთს უკრაინაში ომის წარმოების შესაძლებლობას უზღუდავს. დიდმა შვიდეულმა რუსული ნავთობის ფასზე ლიმიტის დაწესების გეგმა შეათანხმა. რუსეთი კი საპასუხოდ, საწვავის მიწოდების შეწყვეტით დაიმუქრა. პარალელურად, მეორე დღეა გაეროს ინსპექტორები ზაპოროჟიეს ატომურ სადგურს ამოწმებენ. უკრაინული მხარე აცხადებს, რომ ოკუპანტები სპეციალისტებს ობიექტის სრულყოფილად დათვალიერების საშუალებას არ აძლევენ, რაც ობიექტური ანგარიშის მომზადებას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. კიევის მთავარ მოთხოვნად სადგურის დე-მილიტარიზაცია რჩება.
ურთულესი მისია
02 სექ 202220:18
3 წუთის საკითხავი