logo
ENG



ურსულა ფონ დერ ლაიანის თქმით, EU რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების დაწესებას გეგმავს

07 მარ 202217:42
3 წუთის საკითხავი
 
ურსულა ფონ დერ ლაიანის თქმით, EU რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების დაწესებას გეგმავს

ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიანის განცხადებით, "კრემლის თავზეხელაღებულობის გამო, მათ შორის, მოქალაქეების, ბავშვებისა და მამაკაცების მიმართ", ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების დაწესებას გეგმავს.

როგორც ლაიანმა აღნიშნა, უკვე დაწესებული სანქციები მტკივნეულია და რუსეთის ეკონომიკაში დაღმასვლა შეინიშნება.

"ჩვენ უკვე გვქონდა მძიმე სანქციების სამი პაკეტი, მაგრამ ახლა უნდა დავრწმუნდეთ, რომ არ არსებობს ხარვეზები და რომ სანქციების ეფექტი მაქსიმალური იქნება", - განაცხადა ლაიანმა.

ევროკომისიის პრეზიდენტის თქმითვე, ევროკავშირი უნდა გათავისუფლდეს რუსულ გაზზე, ნავთობსა და ქვანახშირზე დამოკიდებულებისგან. როგორც მან აღნიშნა, ხვალ წარადგენენ წინადადებას იმის შესახებ, თუ როგორ შეუძლია ბლოკს თავისი ენერგომომარაგების დივერსიფიკაცია რუსეთისგან.


close დახურვა