logo
ENG



ურუგვაიმ მსოფლიო თასზე ასპარეზობა სკანდალით დაასრულა

18 ოქტ 201909:09
3 წუთის საკითხავი
 
exz2jp3tzfs6vep.jpg

ურუგვაის მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა რაგბის მსოფლიო თასზე ასპარეზობა ხმაურიანი სკანდალით დაასრულა. ჯგუფში განცდილი 3 მარცხის შემდეგ, სამხრეთ ამერიკელებმა ძალების მოსინჯვა უკვე ღამის კლუბში გადაწყვიტეს. უელსთან წაგების შემდეგ ურუგვაელი მორაგბეები ღამის კლუბს ეწვივნენ. ნაკრების ორმა წევრმა ღამის კლუბის თანამშრომელს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რის შემდეგაც ჩხუბში სხვა მორაგბეებიც ჩაერთვნენ და კლუბის ინტერიერი დააზიანეს. მორაგბეების საქციელს უკვე გამოეხმაურა რაგბის მსოფლიო თასის საორგანიზაციო კომიტეტი და გარკვეული ზომების მიღება დააანონსა.


close დახურვა