საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, დღეს საკანონმდებლო ორგანოში უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს - ვიზიტორებს პარლამენტში შესვლა ეზღუდებათ.
"აღნიშნული ღონისძიების მიზანია საქართველოს პარლამენტის სასახლეში სამუშაო და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა", - წერია პარლამენტის განცხადებაში.
შეზღუდვა არ შეეხება აკრედიტებულ საპარლამენტო ჟურნალისტებს.
დღეს, პარლამენტში შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს მოუსმენენ. ის საკანონმდებლო ორგანოში ინტერპელაციის წესით არის დაბარებული.