logo
ENG



უსეინ ბოლტი კორონავირუსით დაინფიცირდა

25 აგვ 202001:39
3 წუთის საკითხავი
 
tt9htgxidkdhxym.jpg

ლეგენდარული მორბენალი - უსეინ ბოლტი კორონავირუსით დაინფიცირდა. ინფორმაცია იამაიკელმა სპორტსმენმა სოციალურ ქსელში ოფიციალურად დაადასტურა. მას ვირუსი უსიმპტომოდ გამოუვლინდა და საკუთარ სახლში, იზოლაციაში იმყოფება.

როგორც თვითონ განაცხადა, თავს კარგად გრძნობს და ვირუსისგან განკურნებას ელოდება. აღსანიშნავია, რომ პარასკევს ბოლტმა 34-ე იუბილე აღნიშნა, სადაც ბევრი სტუმარი ჰყავდა. მათ შორის იყვნენ მისი თანამემამულეები, "ლევერკუზენის ბაიერის" ფეხბურთელი ლეონ ბაილი და კრიკეტის ვარსკვლავი კრის გაილი. ბრიტანული მედია იმასაც იტყობინება, რომ ბოლტის დაბადების დღეზე "მანჩესტერ სიტის" თავდამსხმელი რაჰიმ სტერლინგიც იმყოფებოდა.


close დახურვა