logo
ENG



უსუფაშვილი: ვალდებული ვართ, ჩვენი ქვეყანა გამოვიყვანოთ კრიზისიდან

09 დეკ 201907:44
3 წუთის საკითხავი
 
r81fxkby2jde23y.jpg

ოპოზიციური პარტიის წევრები სამოქმედო გეგმას განიხილავენ. 30-მდე პარტიის წარმომადგენელი „ლეიბორისტების" ოფისში შეიკრიბება. გაერთიანებული ოპოზიცია პროტესტის შეწყვეტას არ აპირებს, სანამ ხელისუფლება დათმობაზე არ წავა. პარტიების ლიდერები თანაგუნდელებს მმართველ გუნდთან მოლაპარაკების შედეგსაც გააცნობენ. 

როგორც ჟურნალისტებს „ევროპული საქართველოს“ წევრმა გიგა ბოკერიამ განუცხადა, ოპოზიციის შეხვედრები გაგრძელდება იქამდე, სანამ არ დადგება კონკრეტული შედეგი.

„ჩვენ განვიხილავთ საპროტესტო აქციების საკითხებს. მოლაპარაკებების საკითხებს, სანამ ჩვენ არ გვექნება შედეგი, შედეგი არის სიტყვის ამა თუ იმ ფორმით შესრულება, ამის შემდეგ დაიწყება სვლა ნორმალიზაციისკენ“, - განაცხადა ბოკერიამ.

„ფორმულასთან“ საუბრისას კი „შენების მოძრაობის“ ლიდერმა დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომ ოპოზიცია ვალდებულია, ხელისუფლება კრიზისიდან გამოიყვანოს.

„ხელისუფლებამ ამ უბედურებაში გახვია ქვეყანა და აღარ აქვს სურვილი და უნარი, რომ გამოიყვანოს კრიზისიდან, ჩვენ ვალდებული ვართ, ჩვენი ქვეყანა გამოვიყვანოთ კრიზისიდან“, - განაცხადა ოპოზიციამ.

შეგახსენებთ, რომ მმართველმა გუნდმა არ შეასრულა დაპირება და პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტი ჩააგდო, რის შემდეგაც ოპოზიციურმა პარტიებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა დაიწყეს აქციები ერთადერთი მოთხოვნით - 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები გაიმართოს პროპორციული საარჩევნო სისტემით. ხელისუფლების წამომადგენლები აცხადებენ, რომ არჩევნები პროპორციული სისტემით არ ჩატარდება და საკითხი განხილვას არ ექვემდებარება. 

დიპლომატიური კორპუსის შუამდგომლობით ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმოამდგენლების უკვე მეორე შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე მმართველმა გუნდმა საკუთარი პოზიცია კიდევ ერთხელ დააფიქსირა და ამავდროულად თქვეს, რომ მათთვის მისაღები არც ე.წ. გერმანუნლი მოდელია და ის კონსტიტუციას არ შეესაბამება.

 


close დახურვა