logo
ENG



უსუფაშვილი: მე, გიორგი მარგველაშვილი და გიორგი კვირიკაშვილი კი ვართ მოსაკლავები

29 ნოე 201922:32
3 წუთის საკითხავი
 
k1n66qmcd7cywre.jpg

„მე, გიორგი მარგველაშვილი და გიორგი კვირიკაშვილი კი ვართ მოსაკლავები,“ - ამის შესახებ განცხადებას „შენების მოძრაობის“ ლიდერი დავით უსუფაშვილი გადაცემა „პოლიტიკის ფორმულაში“ აკეთებს.

მისი განცხადებით, ისინი ერთ პერიოდში იყვნენ პარლამენტის თავმჯდომარე, პრემიერ-მინისტრი და პრეზიდენტი და იმ პერიოდში ცოტა მეტი უნდა ეკეთებინათ.

„ორი გიორგი და ერთი დავითი კი ვართ მოსაკლავები ცოტათი. მე, გიორგი მარგველაშვილი და გიორგი კვირიკაშვილი ერთად ვიყავით მაშინ პარლამენტის თავმჯდომარე, პრემიერ-მინისტრი და პრეზიდენტი და მაშინ ცოტა მეტი უნდა გაგვეკეთებინა იმ პერიოდში“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.


close დახურვა