პოლიტიკური პარტია „ლელოს“ წევრი დავით უსუფაშვილი გადაცემა „გიორგი თარგამაძის ფორმულაში“ იმყოფებოდა სტუმრად, სადაც მაჟორიტარულ ოლქებთან დაკავშირებით ისაუბრა.
მისი განცხადებით, 8 მარტს შეთანხმების მიხედვით, პარლამენტის 4/5 დაკომპლექტებული იქნება პროპორციული არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე.
მისივე თქმით, ლელო მზად არის ცალკეულ ოლქებთან და კანდიდატებთან დაკავშირებით, გაერთიანებულ ოპოზიციასთან კოორდინაციის რეჟიმში იყოს რათა ურთიერთ ხელსაყრელი გადაწყვეტილებები იქნას მიღებული.
უსუფაშვილი ოქრუუაშვილის შეწყალების ფაქტსაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ის უკანონოდ იყო დაკავებული.
„მაჟორიტარულ ოლქებთან დაკავშირებით, იმ პირობებში როდესაც მაჟორიტარული კომპონენტი არჩევნების და პროპორციული იყო დაახლოებით თანაბარი და მაჟორიტარული კომპონენტის ჯიბეში ჩადებით ხელისუფლებას შეეძლო კონსტიტუციური უმრავლესობის უზრუნველყოფაც კი ეს იყო ერთი საქმე.
ჩვენ 8 მარტის შეთანხმებით ზუსტად იმას მივაღწიეთ, რომ პარლამენტის 4/5 დაკომპლექტებული იქნება პროპორციული არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე. 30 მაჟორიტარული ოლქი ნიშნავს, რომ ვინც არ უნდა წაიღოს ეს 30 მანდატი მთლიანად, ვერ დააკომპლექტებს უმრავლესობას თუ პროპორციულში 40%-ზე მეტი არ მიიღო. ჩვენ დღესაც მზად ვართ, რომ ცალკეულ ოლქებთან და კანდიდატებთან დაკავშირებით, ვიყოთ კოორდინაციის რეჟიმში და რამოდენიმე შემთხვევაში მივიღოთ ურთიერთ ხელსაყრელი გადაწყვეტილებები.
ირაკლი ოქრუაშვილის გათავისუფლებას ვითხოვდით იმიტომ რომ ის არასწორად იყო დაკავებული და არა იმიტომ რომ მასთან პოლიტიკურ პარტნიორობას ვაპირებთ ან ის აპირებს ჩვენთან თანამშრომლობას“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.