logo
ENG



უსუფაშვილი აშშ-ს საელჩოს განცხადებაზე: ჩვენი პარტნიორები შეშფოთებულ-აღშფოთებულები არიან

18 ნოე 201915:24
3 წუთის საკითხავი
 
kk5pi1jlfxz61pm.jpg

ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები გაკვირვებულები, შეშფოთებულ-აღშფოთებულები არიან იმითი, რაც ნახეს ამ ქვეყანაში, ამის შესახებ განცხადებას "შენების მოძრაობის" ლიდერი დავით უსუფაშვილი აკეთებს. ამით ის აშშ-სა და ევროკავშირის განცხადებას ეხმიანება, რომლის მიხედვითაც, ისინი სრულად უჭერენ მხარს მშვიდობიანი შეკრების უფლებასა და გამოხატვის თავისუფლებას.

„ამ განცხადებიდან ჩანს, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები გაკვირვებულები, შეშფოთებულ-აღშფოთებულები არიან იმითი, რაც ნახეს ამ ქვეყანაში. ისინი არასდროს არ ერეოდნენ პროპორციულია სწორი თუ მაჟორიტარული. მაგრამ ისინი ყოველთვის გვეუბნებიან, რომ პოლიტიკური შეთანხმებები უნდა დავიცვათ. დემოკრატია ეგ არის და ისინი გადარეულები არიან იმითი, რომ ივანიშვილმა არამარტო პოლიტიკური ჟესტი გააკეთა და დაპირება გასცა, არამედ ეს საკითხი გადაწყვეტილად გამოაცხადა, “- განაცხადა "შენების მოძრაობის" ლიდერმა დავით უსუფაშვილმა.


close დახურვა