დავით უსუფაშვილი კალაძის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც განაცხადა, რომ 2020 წლის არჩევნები ისევ შერეული წესით ჩატარდება. უსუფაშვილის თქმით, "ქართული ოცნება" გაურბის გერმანულ მოდელზე საუბარს.
„დღეს ჩვენ გამოვაცხადეთ ის პრინციპები, რომლებიც ეფუძნება ჩვენი მოდელი კანონპროექტის, რომელიცაა გერმანულ პროექტზე დაფუძნებული იმ აზრით, რომ პროპორციულად განაწილდება პარტიებზე მიღებული ხმების, შესაბამისად შენარჩუნებული იქნება მაჟორიტარული არჩევნები იმ მოდიფიცირებით, რომელიც აუცილებელია დღევანდელ ვითარებაში. ასეთ კონკრეტულ საკითხებზე მსჯელობას ხელისუფლება გაურბის დღეს მოვისმინეთ მოკლე კურსი უახლესი ისტორიის "ნაციონალური მოძრაობის" გაფუჭებული თუ ჯერ არგაკეთებული საქმეების შესახებ, ახლა "ნაციონალურმა მოძრაობამ" რაც გააფუჭა და რაც გააკეთა, ახლა "ოცნება" იმავეს, რომ აკეთებს და იმავეს რომ აფუჭებს, ამას ვჩივივართ ჩვენც. კიდევ უარესი, ეს უპრეცედენტო ხალხის მოტყუება პროპორციული არჩევნების ჩაგდების გზითრაც შეეხება მათ ხედვას მე მინდა ეს მაინც გაითვალისწინონ, რომ პოლიტიკურ პროცესებში ღირსების განცდა არ უნდა დაკარგოს არავინ, მათ შორის მაშინ, როცა განსხვავებული ხედვები გვაქვს. რას ჰგავდა მისი ბოლო წინადადება საჯარო ვაჭრობა გამოაცხადა, რომ "ნაცმოძრაობას" ვინც შეაგინებს და გაემიჯნება, ჩვენ იმ ხალხს არ დავუყენებთ მაჟორიტარებს ოლქებში. ესაა სამართლიანი არჩევნები?! ჩვენ ხომ საარჩევნო სისტემის გამართვისას ვითხოვთ, რომ სამართლიანობა იყოს დაცული, თავისუფლება იყოს დაცული და არა ის, რომ ივანიშვილი ვის რამდენს გადაუხდის და შეჰპირდება“,-განაცხადა უსუფაშვილმა.