logo
ENG



უსუფაშვილი საპატრიარქოზე: შეუძლებელია, რომ რუსეთის ინტერესის სფეროში არ იყოს

01 ნოე 201917:56
3 წუთის საკითხავი
 
25gcrfqx2slkhq7.jpg

„შენების მოძროაბის" ლიდერი დავით უსუფაშვილი „ფორმულასთან" საუბარში საპატრიარქოში არსებულ ვითრებაზე საუბრობს და აცხადებს, რომ შეუძლებელია, რომ რუსეთის ინტერესის სფეროში არ იყოს ის ადგილი, რომელიც საზოგადოებაში გავლენიანია.

„ამ პროცესებს უნდა შევხედოთ რაც შეიძლება ფართო პრიზმით უნდა დავინახოთ კრიზისის დაძლევის გარდაუვალი საჭიროება სახელმწიფოსა და ეკლესიის ურთიერთობაში. შეუძლებელია, რომ რუსეთის ინტერესის სფეროში არ იყოს ის ადგილი, რომელიც საზოგადოებაში გავლენიანია," - განაცხადა უსუფაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ 31 ოქტომბერს წმინდა სინოდის სხდომაზე პატრიარქის ბრძანებით, მეუფე პეტრე მღვდელმთავრობიდან გადააყენეს. საპატრიარქომ პატრიარქის ბრძანება გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც მეუფე პეტრე (ცაავა) შიომღვიმის მონასტერში გამწესდა. 

გარდა ამისა, მეუფე იაკობმა სინოდის სხდომაზე საყვედური მიიღო. მეუფე იაკობმა იქამდე განაცხადა, რომ ყოფილი პრემიერის კვირიკაშვილის კაბინეტში, მაშინ პრემიერის თანამდებობაზე მყოფი გიორგი კვირიკაშვილი, გიორგი გახარია და ვახტანგ გომელაური პატრიარქის გადაყენებაზე „ეჩალიჩებოდნენ.“


close დახურვა