logo
ENG



უსუფაშვილის თქმით, ლელო გირჩის ინიციატივას გენდერული კვოტირების გაუქმებაზე მხარს არ უჭერს

01 აპრ 202417:50
3 წუთის საკითხავი
 
2024/04/01/zg77q0fvdulp4kk.jpg

ლელო საქართველოსთვის წევრი დავით უსუფაშვილი ამბობს, რომ პარტია გირჩის ინიციატივას საარჩევნო სიების ფორმირებისას გენდერული კვოტების გაუქმების შესახებ მხარს არ დაუჭერს.

როგორც უსუფაშვილმა აღნიშნა, თუ კანონში ცვლილება მაინც შევა და კვოტირება გაუქმდება, ლელო მომდევნო საპარლამენტო არჩევნებზე კვოტირების წესს ისევ დაიცავს.

"ლელომ, იმ მოდელს, რომელიც დღეს არის კანონმდებლობაში და ითვალისწინებს გენდერული კვოტის დაცვას, ხმა მისცა არა ვინმეს ან რაიმეს გამო, ხათრით და ასე შემდეგ, არამედ რწმენით, რომ ეს სჭირდება დღევანდელ საქართველოს. მოვა დრო ეს არ იქნება საჭირო, მაგრამ დღეს ეს საჭიროა.

არ ვიცი და ვერ გავიგებ ქართული ოცნების პოზიციას, რომელმაც მხარი დაუჭირა ამ საკითხს და თუ ახლა შეიცვლის მოსაზრებას. ნებისმიერ შემთხვევაში, იმ შემთხვევაშიც თუ პარლამენტში უმრავლესობა მოგროვდება ამ მოდელის გაუქმების სასარგებლოდ, ლელო საპარლამენტო არჩევნებზე წარადგენს პარტიულ სიას, რომელშიც დაცული იქნება კანონში დღეს მოქმედი მოდელი.

ლელო მიიჩნევს, რომ ქვეყნის წარმატების ერთ-ერთი სერიოზული გზა საჯარო პროცესებში, პოლიტიკურ პროცესებში, ბიზნესში და ყველა პროცესებში - ქალების გააქტიურებაა", - თქვა უსუფაშვილმა.

გირჩი გენდერული კვოტირების გაუქმების ინიციატივით გამოვიდა, რასაც ქართული ოცნება მხარს უჭერს. გირჩს სურს, ცვლილებები დაჩქარებული წესით იქნას მიღებული. 

 

 

 


close დახურვა