logo
ENG



უფასო გასართობები ბავშვთა დღისთვის თბილისსა და რეგიონებში

31 მაი 202320:42
3 წუთის საკითხავი
 
2023/05/31/zra63v8yhzscd3r.png

1 ივნისი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა!

გთავაზობთ 2023 წლის 1 ივნისს პატარებისთვის დაგეგმილ ყველა უფასო გასართობ ღონისძიებას რეგიონების მიხედვით.

თბილისი

1. მთაწმინდის პარკი - ვრცლად

11:00-დან 21:00 საათამდე მთაწმინდის პარკში გაიმართება:

  • ჟირაფი ჟოზეს გასართობი პროგრამა
  • სახალისო თამაშები
  • დრამშოუ
  • კონცერტები
  • ღონისძიებები ამფითეატრში
  • გათამაშებები
  • ზღაპრის გმირები
  • ჯამბაზები
  • ანიმატორები
  • სხვადასხვა კომპანიის მიერ წარმოდგენილი შეთავაზებები და გასართობი პროგრამები

მთაწმინდის პარკის ბავშვთა ზონაში, ასევე, გაიმართება წითელი ჯვრის პირველი დახმარების მასტერკლასი; ფსიქო-სოციალური თამაშები ბავშვთა ემოციური განვითარების ხელშეწყობის მიზნით; სხვა სახალისო აქტივობები - ვრცლად.

 

2. თბილისის ზოოპარკი - ვრცლად

  • 12:00-დან 18:00 საათამდე ცხოველთა გარემოს გამდიდრების საინტერესო აქტივობებს დაესწრებით.
  • 14:00-დან 18:00 საათამდე პატარებს კოსტიუმირებული გმირები, ანიმატორები, ილუზიონისტები და ჟონგლიორები გაართობენ.
  • 18:00 საათზე „ექსპერიმენტორიუმის“ სახალისო-შემეცნებით პროგრამას შემოგთავაზებთ.

 

3. გოძიაშვილის პარკი - ვრცლად

პარკში მოწყობილ სცენაზე საბავშვო სტუდიების კონცერტი, ხოლო სივრცეში მთელი დღის განმავლობაში გაიმართება ბავშვებისთვის განკუთვნილი სხვადასხვა გასართობი აქტივობები. პარკში მთელი დღის განმავლობაში ბავშვების განწყობაზე ზღაპრის გმირები იზრუნებენ.

 

4. ზაზა ფაჩულიას კალათბურთის აკადემია - ვრცლად

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად 1 ივნისს "ზაზა ფაჩულიას კალათბურთის აკადემიისა" და Shoot 360 Tbilisi-ს კოლაბორაციით NBA Draft Combine-ის ტიპის ვარჯიშები გაიმართება.

დამატებით შესაძლებლობა გექნებათ აკადემიის გარე ტერიტორიაზე მოუსმინოთ გემოვნებიან მუსიკას და დააგემოვნოთ უგემრიელესი სენდვიჩები.

 

5. ცხრა აპრილის ბაღი - ვრცლად

მთაწმინდის რაიონის გამგეობის და USAID საბაზისო განათლების პროგრამის ერთობლივი ორგანიზებით, 13:00-დან 16:00 საათამდე გასართობი ღონისძიება გაიმართება. 3 საათის განმავლობაში ბავშვების განწყობაზე სხვადასხვა ზღაპრის გმირი, ოჩო ფეხები და ანიმატორები იზრუნებენ.

 

6. შუმბა-ლენდში (ვაკის პარკი) - ვრცლად

შუმბა-ლენდში 13:00-დან 21:00 საათამდე დიდი მხიარულება იგეგმება:

Neverland-ის და Happy Day-ს საოცარი გმირები მთელი დღის განმავლობაში თქვენთან ერთად იქნებიან, ასევე, ანიმატორი დიჯეიც მთელი დღის განმავლობაში იზრუნებს თქვენს განსაკუთრებულ მხიარულებაზე.

 

7. ნუცუბიძის ფერდობი 3 მ/რაიონი - ვრცლად

ნუცუბიძის III მიკრორაიონის IV კვარტლის N1 კორპუსის მიმდებარედ არსებული პარკის სივრცე დაყოფილი იქნება სხვადასხვა ზონებად, სადაც ბავშვებს ინტერესების მიხედვით გართობა შეეძლებათ. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა სანახაობა და გაიმართება კონცერტი. სტუმრების განწყობაზე იზრუნებენ ზღაპრის გმირები, სახეზე მომხატველები და ანიმატორები.

 

აჭარა

1. ცენტრალური პარკი, დელფინარიუმის მიმდებარედ - ვრცლად

12:00 საათიდან  შემეცნებით-გასართობი ღონისძიებები, სახეზე მოხატვა, ბავშვთა ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა, თამაშები ე.წ. ნაფეხურებზე, გემზე, გვირაბებში. დელფინარიუმის მიმდებარედ განთავსდება ხის საბავშვო სახლი (კაფე) შესაბამისი მოწყობილობებით. მთელი დღის განმავლობაში საბავშვო თამაშებს უზრუნველყოფს 15-მდე კოსტიუმირებული ანიმატორი (თამაშები: კლასობანა, ლახტი, შვიდქვობანა, ბოულინგი, წრეში ბურთი, რეზინობანა, ჯენგა და ა.შ.). სადღესასწაულო განწყობის შექმნაზე ზღაპრის გმირები იზრუნებენ - დისნეი, ჯამბაზები, ჭადრაკის თემატიკა, ოჩოფეხები, მეკობრე და სხვა ზღაპრის გმირები.

ლოკაციაზე განთავსდება სცენა, დაიდგმება ორმხრივი შესასვლელი თაღი. ტერიტორია მოირთვება სადღესასწაულოდ: ბრენდირებული და ვერტიკალური ალმებით, დიდი ზომის ბურთებით. ერთ–ერთი ხის ირგვლივ მოეწყობა ვერანდა ასასვლელი კიბით, ჩამოსაკიდებელი თოკებით. ბავშვების გასართობად, სამახსოვრო ფოტოების გადასაღებად ტერიტორიაზე განლაგდება 10 სხვადასხვა მულტფილმების გმირების სტენდები, ფოტოსტენდები ოთახის, კოქტეილის ჭიქის, ჯიხურის, გემის იმიტაციით.

12:00-დან 18:00 საათამდე - საბავშვო კონცერტი (ბათუმში მოქმედი საბავშვო სტუდიებისა და ანსამბლების მონაწილეობით); 18:30 საათზე - „რანინას“ კონცერტი.

 

2. ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრი - ვრცლად

14:00 საათზე რეჟისორ იოსებ ბაკურაძის სპექტაკლი „ზურმუხტქალაქის ჯადოქარი“ გაიმართება. ბავშვების სარეკომენდაციო ასაკია 4+, სპექტაკლის ხანგრძლივობა 55 წუთი. დასწრება თავისუფალია.

 

3. ქობულეთის ზღვისპირა პარკი - ვრცლად

13:00 საათიდან პარკში მოეწყობა კრაფტის კუთხე, სადაც ბავშვებს ექნებათ შესაძლებლობა გააფერადონ ნახატები, გამოძერწონ და გააფერადონ სხვადასვა ფიგურები. დღის განმავლობაში ანიმატორები იზრუნებენ ბავშვების გართობაზე, მოაწყობენ მათთვის თამაშებს. ასევე, მოეწყობა მეზღაპრის კუთხე, სადაც მსახიობები ბავშვებს წაუკითხავენ სხვადასხვა ზღაპრებს, სპეციალურად მოწყობილ სივრცეში.

 

4. ქედა, ფრიდონ ხალვაშის სახელობის ცენტრალურ პარკი - ვრცლად

12:00 საათიდან ანიმატორები და ჯამბაზები იზრუნებენ ბავშვების გართობაზე, მოაწყობენ მათთვის თამაშებს. სპეციალურად მოწყობილ სტენდებთან მოეწყობა ფოტოსესია ზღაპრის გმირებთნ: ჟოზე, სონეკი და ლოლი. 13:00 საათიდან მოსწავლე-ახალგაზრდობასთან არსებული ბავშვთა საესტრადო ანსამბლი ,,აბადელია“ გამართავს კონცერტს.

ღონისძიების ფარგლებში ბავშვებს უფასოდ დაურიგდებათ ნაყინი.

 

სამეგრელო

1. წალენჯიხა - ვრცლად

  • 12:00 საათი: ნიკოლოზ შენგელაიას სახელობის კინოთეატრის დარბაზში - თოჯინების თეატრი;
  • 13:30 საათი: გოგი კალანდიას სახელობის ცენტრალურ მოედანზე პატარების განწყობაზე იზრუნებენ ანიმატორები, კონცერტს გამართავენ სახელოვნებო-საგანმანათლებლო ცენტრის მოსწავლეები საბავშვო ბაღების აღსაზრდელები.
  • 15:00 საათი: საშა კვარაცხელიას სახელობის საფეხბურთო მოედანზე ბავშვთა ფეხბურთი;
  • 18:00 საათი: ღონისძიებებს დაასრულებს ბენდი - Smail Room.

 

2. ზუგდიდი - ვრცლად

ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი 15:00-დან 20:00 საათამდე გთავაზობთ სადღესასწაულო გარემოს, სადაც დაგხვდებათ: თოჯინების თეატრი;  საბავშვო კონცერტი; სახის მოხატვა; ნახატების გამოფენა-გაყიდვა; ხელნაკეთი აქსესუარების გამოფენა-გაყიდვა;  ბიგ დეი-ს ანიმაციური გმირები, რობოტები და ქაფის შოუ;  თიხაზე მუშაობის მასტერკლასი; თექაზე მუშაობის მასტერკლასი და ბევრი სხვა საინტერესო გასართობი პროგრამა.

 

გურია

1. ჩოხატაურის ხელოვნების სასახლე - ვრცლად

15:00 საათზე გაიმართება საბავშვო სტუდია „მომავლის ბავშვების“ კონცერტი.

 

 2. ოზურგეთი, სამკუთხა პარკში - ვრცლად

ოზურგეთის სამკუთხა პარკშიში 16:00 საათიდან სხვადასხვა სახის გასართობი და შემეცნებითი ღონისძიება გაიმართება, მათ შორის: ოზურგეთის ტექნოპარკიში დაპროგრამებული მექანიზმების გამოფენა, სპორტული შეჯიბრები, თოჯინების თეატრის სპექტაკლი და ა.შ.

 

სამცხე-ჯავახეთი

1. ახალციხის ცენტრალური პარკი - ვრცლად

ახალციხის ახალგაზრდული საბჭოს ორგანიზებით, ცენტრალურ პარკში 12:00-დან 20:30 საათამდე არაერთი საბავშვო ღონისძიებაა დაგეგმილი: საზეიმო კონცერტი, უფასო ნაყინებისა და ჰელიუმის ბუშტების დარიგება ბავშვებზე, სპორტული ღონისძიებები, სამაგიდო თამაშები, ვიქტორინა, დიდ ეკრანზე საბავშვო ფილმის ჩვენება და ა.შ.

 

რაჭა

1. ონის კულტურის ცენტრი - ვრცლად

15:00 საათზე, გიგა ჯაფარიძის სახელობის ონის კულტურის ცენტრში გაიმართება თოჯინების თეატრის სპექტაკლის პრემიერა; 17:00 საათიზე კონცერტიც გაიმართება, რომელშიც მონაწილეობენ გიგა ჯაფარიძის სახელობის კულტურის სახლი და მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლი.

 

2. შალე-პანორამა ნიკორწმინდა - ვრცლად

პანორამა ნიკორწმინდა ბავშვებისთვის არაერთ ღონისძიებასა და სიურპრიზსა გეგმავს. დასწრება თავისუფალია.

 

მცხეთა-მთიანეთის მხარე

1. ჟინვალი - ვრცლად

16:00 საათზე ჟინვალის პარკში ბავშვებს დაახვედრებენ ბუშტებს. ღონისძიებას ჟინვალის ცენტრის 30-წუთიანი ექსკურსიით დაიწყება როგორც ბავშვებისთვის, ისე უფროსებისთვის. ამის შემდეგ ბავშვები მოხატავენ მიტოვებული შენობების კედლებს, მორთავენ ნატვრის ხეს და გამოაკრავენ საინფორმაციო პლაკატებს მიუსაფარ ცხოველებზე ზრუნვის წასახალისებლად. ღონისძიება დასრულდება 18:00 საათზე.

 

 ქვემო ქართლი

1. ბოლნისის კულტურისა და დასვენების პარკი - ვრცლად

ბოლნისის კულტურისა და დასვნების პარკის ღია სივრცეში 12:00 საათიდან არაერთი გასართობი ღონისძიება იგეგმება, მათ შორის: კონცერტი, თოჯინების თეატრის სპექტაკლი, იმუშავებს უფასო ატრაქციონები და ა.შ.

 

2. კაზრეთის კულტურის სახლი - ვრცლად

დღის განმავლობაში ჩატარდება სპორტული აქტივობები, მოეწყობა საგამოფენო სივრცეები; ასევე, გაიმართება ადგილობრივი ანსამბლების კონცერტი და გალაკონცერტი

 

კახეთი

1. თელავის სახელმწიფო თეატრი - ვრცლად

შოუ პროგრამა დაიწყება 12:00 საათზე და გაგრძელდება 13:00 საათამდე:

  • სახალისო თამაშები
  • საჩუქრები
  • ზღაპრის გმირები
  • ჯამბაზები
  • ანიმატორები
  • ტკბილეული
  • ნაყინი

იმერეთი

1. ქუთაისი, ვერიკოს სკვერი - ვრცლად

ქუთაისში, ვერიკოს ბაღის ტერიტორიაზე 14:00 საათიდან 18:30 საათამდე არაერთი საბავშვო ღონისძიებაა დაგეგმილი, მათ შორის: კონცერტი, სახეების მოხატვა, ხელნაკეთი ნივთებისა და ფოტოების გამოფენა, ჭადრაკის ტურნირი და სხვა. 1, 2 და 3 ივნისს 10 საბავშვო ატრაქციონი პატარებისთვის უფასო იქნება.

 

 


close დახურვა