სვანეთში, მულახის ადმინისტრაციულ ერთეულთან, უშგულის გზაზე გვიან ღამით მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
გავრცელებული ინფორმაციით, უამინდობისა და გზებზე ცუდი ხილვადობის გამო მანქანა მოცურდა და ხევში გადავარდა.
ორივე გარდაცვლილის ცხედარი სამაშველო სამსახურებმა უკვე იპოვეს.