logo
ENG



უშგულში ლამარიას მონასტრის ტერიტორიაზე მიმდინარე უნებართვო მშენებლობა შეჩერდა

13 ივლ 202619:30
3 წუთის საკითხავი
 
2026/07/13/lchrufvbtbilxqb.png

უშგულში, ლამარიას მონასტრის ტერიტორიაზე მიმდინარე უნებართვო მშენებლობა შეჩერდა, - ამის შესახებ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს განცხადებაშია ნათქვამი.

“მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ უშგულში, ლამარიას მონასტრის ტერიტორიაზე კელიების უნებართვო მშენებლობა სააგენტოს გაფრთხილების საფუძველზე შეჩერებულია.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ოპერატიულად მიაწვდის საზოგადოებას ინფორმაციას საკითხთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ.

აღსანიშნავია, რომ უშგულში, ლამარიას მონასტრის ტერიტორიაზე შესაბამისი ნებართვის გარეშე კელიების სამშენებლო სამუშაოები ხორციელდებოდა.

მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე ნებისმიერი სახის სამშენებლო, სარეაბილიტაციო ან სხვა ტიპის ჩარევა სააგენტოსთან წინასწარ შეთანხმებასა და დადგენილი პროცედურების გავლას საჭიროებს”. - ნათქვამია განცხადებაში.


close დახურვა