logo
ENG



უჩა აბაშიძის ძმა: არ ვიცით უჩა რა მდგომარეობაშია, პოლიციას არც ჩხრეკის ორდერი წარმოუდგენია

09 მაი 202421:23
3 წუთის საკითხავი
 
2024/05/09/xlxsp7zac77zoww.png

უჩა აბაშიძის ძმა აცხადებს, რომ ოჯახისთვის ამ დრომდე უცნობია, რა მდგომარეობაშია ბლოგერი. იგი ამასთანავე ამბობს, რომ პოლიციელებს ამ დრომდე არ წარმოუდგენიათ ჩხრეკის ორდერი და არც განუმარტავთ, "საერთოდ არსებობს თუ არა."

"არაფერი განმიმარტეს. ისიც არ ვიცით რა მდგომარეობაშია. მხოლოდ მითხრეს ის, რომ მოძიება მიმდინარეობს და სახლში ვერ შევალ. ვუთხარი, რომ ძმა ვარ და სახლში შესვლის უფლებაც მაქვს, ამაზეც უარი განმიცხადეს. ვკითხე [ჩხრეკის] ორდერზეც, არ წარმოუდგენიათ და არც განუმარტავთ, საერთოდ არსებობს თუ არა.

ბლოგერის ძმა ამბობს, რომ დაკავება რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებზე უჩა აბაშიძის აქტიურობას უკავშირდება.

"მგონი, ყველამ იცის რას შეიძლება უკავშირდებოდეს [დაკავება]. ეს არის იმ დაშინების მცდელობების გაგრძელებაა, რაც აქამდე იყო. ახლა გვეშინია, სახლში რომ არ გვიშვებენ რამე არ ჩაუდონ, ან რამე სისულელე არ მოუგონონ.

ადვოკატი მოდის ახლა და გაესაუბრება. უჩას არც დარეკვის, არც ადვოკატის გამოძახების საშუალება არ მისცეს. გაგვიმართლა, რომ იმ მომენტში, როცა შევიდნენ, ტელეფონით მიმოწერა გვქონდა და რომ გაქრა ჩვენც დავეჭვდით. შემდეგ კი მეზობელმა დარეკა ოჯახის წევრთან და თქვა რომ უჩასთან [სამართალდამცავები] არიანო", - თქვა უჩა აბაშიძის ძმამ. 

ბლოგერი უჩა აბაშიძის სახლში პოლიცია რამდენიმე საათის წინ შევიდა.

როგორც მისი ახლობლები წერენ, აბაშიძეს არ აძლევენ ტელეფონის გამოყენებისა და ადვოკატთან დაკავშირების საშუალებას.


close დახურვა