ანტიკორუფციული მოძრაობის წინააღმდეგ დავა უჩა მამაცაშვილმა ნაწილობრივ მოიგო. ბოდიში და 15 ათას ლარიანი ჯარიმა მოძრაობის წევრებს, ქოლცენტრებთან დაკავშირებული სიუჟეტის გამო დაეკისრათ, რომელიც მამაცაშვილისთვის შეურაცხმყოფელი აღმოჩნდა. პროცესი დაჩქარებული ვადების გარდა, ისე წარიმართა, რომ ანტიკორუფციული მოძრაობის მოწმეთა ნაწილი სხდომაზე არც დაიბარეს. დასკვნითი სხდომა ხმაურიანი იყო, დარბაზიდან გამოაძევეს ლევან ხაბეიშვილი, პროტესტი მოჰყვა განაჩენის გამოცხადებას.
უჩა მამაცაშვილი ანტიკორუფციული მოძრაობის წინააღმდეგ
05 აგვ 202220:23
3 წუთის საკითხავი