logo
ENG



უცნაური მოვლენებია, ადამიანი ვერც ახსნის, რატომ ხდება ეს - ილია II

13 ივლ 202015:46
3 წუთის საკითხავი
 
4axz11hhtkm4t2z.png

სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში წირვა-ლოცვის დასრულების შემდეგ პატრიარქმა მრევლს მიმართა - ილია II-ის განცხადებით, მსოფლიოში გაურკვეველი მოვლენები ხდება, რის ახსნაც ადამიანს არ შეუძლია.

კათოლიკოს პატრიარქმა მრევლს სვეტიცხოვლობა მიულოცა და აღნიშნა, რომ საქართველო ღვთის მფარველობის ქვეშაა. 

„ახლა ისეთი უცნაური მოვლენებია, რომ ადამიანი ვერც ახსნის რატომ ხდება ეს. პრესა გადმოსცემს, რომ ახლა მოედო ეს კორონა, შუა აზიის ხალხს. ღმერთმა ყველას უშველოს, ყველას დაეხმაროს. ღმერთი მოწყალეა. შეგეწიოთ უფალი", - განაცხადა პატრიარქმა.


close დახურვა