logo
ENG



უცნობი: 9 აპრილს ქართველი ხალხის მარადისობის დღეს ვაფუძნებთ, საჭიროა, ხალხის ხმა გაისმას

23 მარ 202115:46
3 წუთის საკითხავი
 
2021/03/23/c7awh3xm8cg7akz.jpg

მომღერალი გია გაჩეჩილაძე (უცნობი) მიმართვას ავრცელებს და აცხადებს, რომ 9 აპრილს ევროპის მოედანზე გაიმართება შეკრება, სადაც დაფუძნდება ქართველი ხალხის მარადისობის დღე, რომელიც ტრადიციად იქცევა. უცნობის თქმით, ეს იქნება დღე, როდესაც ნებისმიერი ხელისუფლების პირობებში, ხალხი საკუთარ აზრს დააფიქსირებს. 

"საჭიროა, გაისმას ქართველი ხალხის ხმა. 9 აპრილს, 13:00 საათზე ვიკრიბებით ევროპის მოედანზე და გვინდა დავაფუძნოთ ქართველი ხალხის მარადისობის დღე, რომელიც უნდა იქცეს ტრადიციად და საშუალებად, ნებისმიერი ხელისუფლების პირობებში ხალხმა დააფიქსიროს საკუთარი ნება ხელისუფლებების თუ საზოგადოების წინაშე", - აცხადებს უცნობი.

მომღერლის განცხადებით, დღეს საჯარო სივრცე გაჯერებულია დესტრუქციული პარტიებითა და მათივე დესტრუქციული მედიასაშუალებებით, რომლებიც ანტიეროვნულ და ანტისახელმწიფოებრივ ისტერიას ეწევიან.

უცნობი მიიჩნევს, რომ ქართული ოცნება წლების განმავლობაში არასწორი პოლიტიკით, დამნაშავე ძალებთან ფსევდოდაპირისპირების ინსცენირებით მივიდა იქამდე, რომ ვერ უზრუნველყოფს საზოგადოების მშვიდობას. 

მომღერალი ამბობს, რომ ვაიპოლიტიკოსები, რომელთაც არანაირი საერთო არ აქვთ დასავლურ ღირებულებებთან, უცხოელ მეგობრებს ამოფარებულები ცდილობენ ნეგატიურ ზემოქმედებას ხელისუფლებაზე იმისთვის, რომ მოხდეს საზოგადოების ინტერესების და კანონის აღსრულების უგულებელყოფა და კანონდამრღვევების პოლიტპატიმრებად გამოცხადება.


close დახურვა