უცხოური სააგენტოები ახალ თანამგზავრულ ვიდეომასალას ავრცელებენ, რომელიც ISIS-ის ლიდერის ალ ბაღდადის სამალავის ადგილს ასახავს. კადრებში ჩანს, რომ მთლიანად განადგურებულია ის შენობა, სადაც ნომერ პირველი ტერორისტი ცხოვრობდა.
სპეცოპერაცია სირიაში, სოფელ ბარიშაში 27 ოქტომბერს, გამთენიისას ჩატარდა. ალ ბაღდადიმ სპეცრაზმელების მისვლამდე სამ შვილთან ერთად თავი აიფეთქა. შემთხვევის ადგილზე 7 ცხედარი იპოვეს. აბუ ბაქრ ალ-ბაღდადი ტერორისტულ დაჯგუფება „ისლამურ სახელმწიფოს“ 2010 წლიდან ხელმძღვანელობდა. უკვე ცნობილია მისი შემცვლელის ვინაობა. ISIS-ს სადამ ჰუსეინის არმიის ყოფილი ოფიცერი - აბდულა ქარდაში უხელმძღვანელებს.