უწყებათაშორისმა კომისიამ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის განხორციელების პირველი წელი შეაჯამა.
შეხვედრაზე იმ გამოწვევებზე და საფრთხეებზე ისაუბრეს, რაც საერთაშორისო ტერორიზმის კუთხით არსებობს და ხაზი გაუსვეს საქართველოს წვლილს მასთან ბრძოლის კუთხით. სხდომაზე სამოქმედო გეგმის შესრულების ანგარიშის პრეზენტაციაც გაიმართა.
„გასული 2019 წელი დადებითად შეჯამდა“, - განაცხადა შეხვედრის ერთ-ერთმა მონაწილემ.