აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მხარდასაჭერად ხვალ აქცია გაიმართება. საზოგადოება 15 საათზე მთავრობის ადმინისტრაციასთან იკრიბება. პროტესტის მასშტაბი იზრდება. ხელისუფლებას, რომელმაც მშობლებს უარი უთხრა მედიკამენტის დაფინანსებაზე, ხვალ უფრო მეტი მოქალაქე ეტყვის, რომ მიიღოს გადაწყვეტილება და ბავშვების მკურნალობა უზრუნველყოს. უკვე მეათე ღამეა, მშობლები ღია ცის ქვეშ ათენებენ. პროტესტს საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები უერთდებიან.
უწყვეტი პროტესტი მთავრობის ადმინისტრაციასთან
28 აპრ 202320:39
3 წუთის საკითხავი